FCB: კიმიხისა და ალფონსო დევისის შეფასებები

იოზუა კიმიხი -"ჩემს კარიერაში ეს უბრწყინვალესი დღეა, შეუძლებელია გადმოვცე თუ რას ნიშნავს, ასეთ გუნდთან ერთად მოედანზე ყოფნა. მოიგო ასეთი ტიტული, შენს ძმებთან ერთად - ეს მაქსიმუმია რისი მიღწევაც შესაძლებელია. ჰანსი ფლიკმა, თავიდანვე თავდაჯერებულობა შეგვმატა. როდესაც გამარჯვებების მოპოვება დავიწყეთ, ეს ნდობა გაიზარდა. როდესაც ვინმე შეცდომას უშვებს, თანაგუნდელები მყისიერად ამ შეცდომის აღმოფხვრაზე მუშაობენ. დღეს შეუვალები არ ვყოფილვართ, თუმცა დაუმარცხებლობის განცდა მაინც გვქონდა. ჩემი აზრით, დავიმსახურეთ ხსენებულ ტურნირზე გამარჯვების მიღწევა."
ალფონსო დევისი -"ვის შეეძლო ამის წარმოდგენა. "ბავარიაში" მოვედი კანადიდან და უეფას ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ეს რომ ვინმეს ორი-სამი წლის წინ ეთქვა, ვეტყოდი რომ მატყუარაა, თუმცა როგორც ირკვევა ოცნებები სრულდება."