ტუხელი : ფორტუნამ ზურგი შეგვაქცია

"მატჩის დაწყებამდე მქონდა განცდა, რომ ძალიან ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული პირველ საგოლე მომენტებზე, ვიცოდით რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა და მძიმე მოწინააღმდეგე უნდა შეგვეკავებინა. დიდ შერკინებაში ჩავებით, შეხვედრა საოცრად ინტენსიური იყო. თამაშში იყო მომენტები, როდესაც იგრძნობოდა მეტოქე გუნდის ერთგვარი არასტაბილურობა."
"თუ შენი სურვილია, მსგავსი მატჩი შენს სასარგებლოდ დაასრულო, ამისათვის გამართლება გჭირდება. აუცილებელია საგოლე მომენტები. ჩვენ ასეთი მომენტები გვქონდა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. მანუელ ნოიერმა მართლაც ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან არაშესაფერის მომენტში. მან მეკარის როლი ახალ ნიშნულზე აიყვანა. ჩვენდა საუბედუროდ, ნოიერმა შესანიშნავად იასპარეზა."-ციტირებს თომას ტუხელის სიტყვებს ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდი.