Daily Mail : ფერდინანდი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

"რაზე უნდა იფიქროს მესიმ, როდესაც იგი სახლში დაბრუნდება? სურს მას დარჩენილი დრო ამ მაისურით განვლოს? თუ გავითვალისწინებთ თამაშის შედეგსა და საკუთრივ კლუბის დონეს სხვა ევროპულ გრანდებთან მიმართებით. აქვს მას საკმარისი დრო, რათა იჯდეს და მოლოდინის რეჟიმში იყოს? საფეხბურთო კარიერა ძალიან ხანმოკლეა. შეძლებს კი მესი, შეხვედრაში გარდატეხა შეიტანოს, თუნდაც ორი წლის შემდეგ? თუ აპირებს კვლავ ტიტულების გარეშე დარჩეს?"-ციტირებს გამოცემა Daily Mail ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ზემოაღნიშნულ მატჩში "ბარსელონამ" მიუნხენის "ბაიერნისაგან" რვა გოლი მიიღო. ასეთი რამ ამ გუნდის ისტორიაში 1946 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.