რობერტ ლევანდოვსკი საუკეთესო ბომბარდირი გახდა

32 წლის თავდამსხმელმა 15 ბურთი (მათ შორის ორი პენალტი) გაიტანა 11 შეხვედრაში. ამასთან ერთად ლევანდოვსკის ანგარიშზე ექვსი შედეგიანი გადაცემაა. მიუნხენელთა ფორვარდს კრიშტიანუ რონალდუს რეკორდის გასამეორებლად ორი გოლი დააკლდა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა 2013/14 წლების სეზონში 17 გოლის გატანა მოახერხა.
— არასდროს შეწყვიტოთ ოცნება! წარუმატებლობის მიუხედავად არასდროს დანებდე. იშრომეთ, რათა მიაღწიოთ დასახულ მიზანს», - ასე გამოეხმაურა დღევანდელ შეხვედრას ლევანდოვსკი.
Never stop dreaming. Never give up when you fail. Work hard to achieve your goal🏆💪 @fcbayern #MiaSanMia pic.twitter.com/iYTD8ROYoK
— Robert Lewandowski (@lewy_official) August 23, 2020
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთი ანგარიშით ჩემპიონთა ლიგის ფინალი მეოთხეჯერ დასრულდა. ბოლოს მინიმალური სხვაობით 1998 წელს მადრიდის რეალმა ტურინის იუვენტუსი დაამარცხა.
1992/93 წლებში მარსელისა და მილანის დაპირისპირებაც 1:0 დასრულდა, მსგავსი ანგარიში დაფიქსირდა 1994/95 წლის ფინალში აიაქსსა და მილანს შორის.