«ბაიერნმა» ტრებლი შეასრულა და ლიგაზე რეკორდი დაამყარა

«ბაიერნმა» ტრებლი შეასრულა და ლიგაზე რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების ფინალში მიუნხენის «ბაიერნი» «პსჟ»-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა. რეკორდმაისტერმა მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა და ისტორიაში მეორედ შეასრულა ტრებლი.

დღევანდელი გამარჯვებით ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ (ყველა) 11 შეხვედრაში გაიმარჯვა და ტურნირის რეკორდი დაამყარა.

შეგახსენებთ, რომ ბავარიელებმა 2013 წელს დამყარებული საკუთარი და კარლო ანჩელოტის მადრიდის «რეალის» რეკორდი გააუმჯობესეს, ორივე გუნდს 10 გამარჯვება ჰქონდა ანგარიშზე.

2019/20 წლების სეზონში რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგისა და გერმანიის თასის ტიტულები უკვე მოიპოვა. ბავარიელებმა დღეს ჩემპიონთა ლიგის თასიც აწიეს და ამრიგად ისტორიაში უკვე მეორედ მოახერხეს ტრებლის შესრულება.

ნაჩვენები შედეგით გერმანული გრანდი კატალონიის ბარსელონას გაუთანაბრდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა 2008/09 და 2014/15 წლებში მოიგო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.