ანდერ ერერა: «დაუმსახურებლად დავმარცხდით»

ანდერ ერერა: «დაუმსახურებლად დავმარცხდით» ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ფინალში ერთმანეთს მიუნხენის «ბაიერნი» და «პსჟ» დაუპირისპირდნენ. რეკორდმაისტერმა მინიმალური ანგარიშით 1:0 გამარჯვება მოახერხა. აღნიშნულ მატჩზე საუბრობს ანდერ ერერა.

— ახლა უნდა დავფიქრდეთ და გავიხსენოთ რამდენს მივაღწიეთ ამ სეზონში, როგორი კოლექტივი ჩამოგვიყალიბდა. ჩვენ ოთხი ტიტულის მოგება მოვახერხეთ, თუმცა დავმარცხდით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ვფიქრობ დაუმსახურებლად დავმარცხდით.

დაძინება ძალიან რთული იქნება, ახლა ლაპარაკიც კი ძნელია. მომხდარის ახსნა რთულია. ხვალიდან მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს ახლიდან დავიწყებთ»
, — ერერას სიტყვებს ციტირებს UEFA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.