Motorsport-Total : ჰელმუტ მარკო ნიკო ჰიულკენბერგის შესახებ საუბრობს

Motorsport-Total : ჰელმუტ მარკო ნიკო ჰიულკენბერგის შესახებ საუბრობს "რედ ბულის" სპორტული კონსულტანტი ჰელმუტ მარკო, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ გერმანელ პილოტთან ნიკო ჰიულკენბერგთან კომუნიკაცია ჰქონდა. საუბრის დროს მრბოლელმა აღნიშნა, რომ მზად იქნება 2021 წელს ავსტრიული გუნდის რიგები შეავსოს.

"ნიკომ შემატყობინა, რომ შემდეგ სეზონში ხელმისაწვდომი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ იგი "რედ ბულის" შემადგენლობაში ჩაირიცხება. ყველა ის პილოტი, რომ ჩვენს კოლექტივში ხვდებოდეს, ვისაც მე ვესაუბრები და კარგი რბოლის შემდეგ ვაქებ, მაშინ ჩვენ სტარტზე ათეულობით ბოლიდი დაგვჭირდებოდა."-ციტირებს გამოცემა Motorsport-Total ჰელმუტ მარკოს სიტყვებს.

ნიკო ჰიულკენბერგმა, უკვე განაცხადა, რომ "ფორმულა 1"-ის ორ გუნდთან 2021 წლის კონტრაქტისთვის, შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს. განვლილ სეზონში მან ორ გრან პრიში მიიღო მონაწილეობა, სადაც ცნობილი მრბოლელი სერხიო პერესი შეცვალა. იმ პერიოდში მექსიკელ პილოტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.