ფაბრიციო რომანო: "არსენალი" გაბრიელ მაგალაეშს იფორმებს

ფაბრიციო რომანო: "არსენალი" გაბრიელ მაგალაეშს იფორმებს საფეხბურთო კლუბ "ლილის" ბრაზილიელი მცველი გაბრიელ მაგალაეში, 24 აგვისტოს ლონდონის "არსენალთან" 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, სოციალური ქსელის twitter-ის მეშვეობით გვამცნობს.

ოფიციალურად ტრანსფერი შემდეგ კვირას დადასტურდება, ფრანგული კლუბი 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ეგრედ წოდებულ ბონუსურ სისტემასაც -აღნიშნავს ჟურნალისტი.

განვლილ სეზონში ახალგაზრდა მცველმა საფრანგეთის ჩემპიონატის 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან ერთი გოლის გატანა მოახერხა და ჯამში სულ სამი ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ფეხბურთელი "ლილის" რიგებში 2016 წელს გამოჩნდა. უფრო ადრე იგი ბრაზილური კლუბის "ავაის" ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს, არენდის ხელშეკრულების საფუძველზე ასპარეზობდა "ტრუას" და ზაგრების "დინამოს" რიგებშიც.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.