რუნი: გახსნილ თამაშს ველი

რუნი: გახსნილ თამაშს ველი მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი უეინ რუნი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ორთაბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, 23 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.

"ეს იქნება ღია, გახსნილი თამაში. ხსენებულ გუნდებს შემტევი ფეხბურთი ახასიათებთ. "ბაიერნი" და "პარი სენ-ჟერმენი" ერთმანეთს პრობლემებს შეუქმნიან, ნამდვილი ორმხრივი სროლა იქნება. ჩემი აზრით პარიზელები, ნეიმარის, კილიან მბაპეს და ანხელ დი მარიას თაოსნობით, "ბაიერნის" მაღლა აწეულ დაცვის ხაზს გამოიყენებენ. ისინი მიიღებენ შანსებს და მათ რეალიზებასაც მოახდენენ. ნახევარფინალურ შეხვედრაში "ლიონმა" ეს ვერ შეძლო."

"ბაიერნის" უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელების დიდ ნაწილს უკვე უთამაშია ფინალური მატჩი. მათ ძალიან კარგად იციან, როგორ გაუმკლავდნენ წნეხს. თუმცა მე მაქვს განცდა, რომ გამარჯვებული პარიზული კლუბი გახდება."
-ციტირებს გამოცემა Daily Mail უეინ რუნის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.