სტივენ სტემკოსი ტრავმის გამო «ბოსტონთან» ვერ ითამაშებს

«ჯერჯერობით მისი იმედი არ უნდა გვქონდეს. სტივენი სარეაბილიტაციო პროცესს გადის. აუცილებლად გეტყვით როგორც კი მზად იქნება. ამ მომენტისთვის სათქმელი არაფერია. როგორც კი ინფორმაცია მექნება მზად ვარ გაგაგებინოთ, თუმცა ახლა რაიმეს კითხვას აზრი არ აქვს», – NHL-ის პრესს-სამსახური ციტირებს ჯონ კუპერის სიტყვებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სტემკოსმა ვარჯიშის დროს მიიღო დაზიანება. ეს კანადელი ჰოკეისტის პირველი ტრავმა არაა. შეგახსენებთ, რომ 2 მარტს სტივენმა სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში კუნთზე ოპერაცია გაიკეთა.
სერიის პირველი შეხვედრა «ტამპა-ბეი» – «ბოსტონი» 24 აგვისტოს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.