Daily Mail: კოუტინიო "ბარსელონასთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა

Daily Mail: კოუტინიო "ბარსელონასთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო, რომელიც მოცემულ მომენტში არენდის წესით, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ასპარეზობს, ესპანურ გრანდთან მიღწეულ გამარჯვებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის ეგიდით გამართულ შეხვედრაში (8:2) ფილიპე კოუტინიო დუბლის ავტორი გახდა.

"ეს იყო, ძალიან მნიშვნელოვანი საღამო რა დროსაც ერთმანეთს მოსფლიოს ორი საუკეთესო კლუბი დაუპირისპირდა. ბედნიერი ვარ, რომ ნახევარფინალში გასვლა შევძელით"-ლაკონურად შემოიფარგლა კოუტინიო.

ხსენებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მიუნხენური კლუბის კიპერმა მანუელ ნოიერმაც -"მარკი ძალიან მეცოდება (იგულისხმება ტერ შტეგენი), მისი კარგად მესმის. მაგრამ ჩვენ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობდით, ამას კი არაფერი საერთო არ აქვს სანაკრებო ურთიერთობასთან."-ციტირებს Daily Mail მანუელ ნოიერის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.