მბაპე: ტუხელმა იცის თავის საქმე

მბაპე: ტუხელმა იცის თავის საქმე "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი კილიან მბაპე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, თომას ტუხელის შესახებ საუბრობს და ხსენებული სპეციალისტის მიმართ, საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

"ფეხბურთელები მთავარ მწვრთნელს, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. მე ძალიან ბევრი ჭორი მომისმენია, თითქოს იგი გასახდელში სიტუაციას ვერ აკონტროლებდა, ან თითქოს მას არ შეეძლო ვარსკვლავებთან მუშაობა, თითქოს მან არ იცოდა ესა თუ ის საკითხი... თუმცა მასთან ერთად ეს კლუბი ისტორიის მანძილზე საუკეთესო სეზონს ატარებს. ჩვენ ყველა ტიტული მოვიგეთ, რისი მოგებაც კი შეგვეძლო და ახლა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიმყოფებით."

"მან შეძლო და თითოეული ჩვენთაგანი ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში შეიყვანა. რა თქმა უნდა, იყო რაღაც ნიუანსებიც, თუმცა ეს მთელ მსოფლიოში, ყველა მთავარ მწვრთნელს ახასიათებს. ის ნამდვილად ის სპეციალისტია, ვისიც ფეხბურთელებს გვჯერა"
-ციტირებს გამოცემა RMC Sport კილიან მბაპეს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.