რონალდ კუმანს კოუტინიოს იმედი აქვს

წყაროს ცნობით კატალონიელების მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელ შემტევზე იმედებს ამყარებს. სპეციალისტი კოუტინიოს სამომავლო გეგმების გასაგებად ფეხბურთელთან საუბარს გეგმავს.
«ბარსელონას» პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ კოუტინიოს მომავალი კატალონიაში მთავარ მწვრთნელზეა დამოკიდებული.
პრესაში არაერთხელ დაიწერა ისიც, რომ ბრაზილიელი შემტევი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში «ბარსელონას» დატოვებს და ლონდონის «არსენალში» გადავა.
ამ მომენტისთვის ფილიპე კოუტინიო მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავს. გერმანული გრანდი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფრანგულ პსჟ-ს დაუპირისპირდება.