იგორ ტუდორი «იუვენტუსის» სამწვრთნელო შტაბში აიყვანეს

42 წლის სპეციალისტი 9 წლის განმავლობაში (1998-2007) ტურინელების ღირსებას ფეხბურთელის ამპლუაში იცავდა. აღსანიშნავია, რომ ტუდორი იტალიის ორგზის ჩემპიონია და სუპერთასის მფლობელი.
შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ანდრეა პირლოს სამწვრთნელო შტაბში «იტალიისა» და «მილანის» ყოფილი ლეგენდა ალესანდრო ნესტაც შეიძლება ვიხილოთ.
Annunciato lo staff tecnico della prima squadra ⚪️⚫️#FinoAllaFine #ForzaJuve
— JuventusFC (#Stron9er 🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆) (@juventusfc) August 23, 2020