«ფიორენტინას» ორ მოთამაშეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

«ფიორენტინას» ორ მოთამაშეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა «ფიორენტინას» ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეკარე სიმონე გიდოტისა და ნახევარმცველს ერიკ პულიგარს კორონა ვირუსი ოფიციალურად დაუდასტურდათ.

შაბათს 22 აგვისტოს, სადილის შემდეგ 20 წლის გიდოტი და 26 წლის პულიგარი კლუბში მოვიდნენ რის შემდეგაც ანალიზები ჩააბარეს. სამწუხაროდ ორივეს ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

«ფიორენტინას» პრესს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხბურთელებს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ, თუმცა დანარჩენი გუნდისგან იზოლირებულები არიან.

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში პულიგარმა 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ნახევარმცველის ანგარიშზე შვიდი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემაა.
გიდოტის პირველ გუნდში დებიუტი ჯერ-ჯერობით არ ჰქონია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.