პიერ გასლი : "ჰონდა" პროგრესირებას განაგრძობს

პიერ გასლი : "ჰონდა" პროგრესირებას განაგრძობს "ალფა ტაურის" პილოტი პიერ გასლი, "ჰონდას" ინჟინრების მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აღნიშნავს, რომ ძრავზე მუშაობა მაღალ ტემპში მიმდინარეობს. მისი თქმით, "ჰონდამ" ამ ასპექტით უკან ჩამოიტოვა "ფერარი" და "რენო".

"ჩვენ რამდენიმე კარგი შედეგი დავაფიქსირეთ. უკვე მეორე რბოლის დროს, ფინიშის ხაზზე მეოთხე ვიყავით. გასულ წელს, ჩვენ გამარჯვებისთვისაც ვიბრძოდით. ჩემი აზრით "ჰონდამ" პირველად მიზანს უკვე მიაღწია - მოიპოვოს გამარჯვება "ფორმულა 1"-ში."

"მოცემულ მომენტში "ჰონდა" უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე "ფერარი" ან "რენო'. ნათლად ჩანს, თუ როგორ ვუმატებთ სიჩქარეს, თუმცა "მერსედესიც" აგრძელებს განვითარებას. ის რასაც მათ მიმდინარე წელს მიაღწიეს, უბრალოდ შთამბეჭდავია. მიუხედავად ამისა, "ჰონდა" მაინც პროგრესირებს. ამ სეზონში უკვე არის ერთი გამარჯვება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ განვითარება რეალურია."
-ციტირებს გამოცემა GPblog პიერ გასლის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.