Sky Sport Italia : ტიმუე ბაკაიოკო "მილანში" იასპარეზებს

ფრანგი ფეხბურთელი და მილანური კლუბის ხელმძღვანელობა, სრულყოფილი ტრანსფერის განხორციელებას აპირებდნენ, თუმცა ლონდონის "ჩელსი" 40 მილიონ ევროს მოითხოვდა, რის შედეგადაც მოძებნილ იქნა ეგრედ წოდებული, კომპრომისული ვარიანტი.
26 წლის ფეხბურთელს "არისტოკრატებთან" ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. ბაკაიოკო "ჩელსის" შემადგენლობაში 2017 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი "მონაკოს" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ - 40 მილიონი ევრო შეადგინა.