რაიან ბეიდერი: «კიდევ ერთი ჩემპიონის ტიტული მაქვს»

რაიან ბეიდერი: «კიდევ ერთი ჩემპიონის ტიტული მაქვს» მძიმე წონით კატეგორიაში Bellator-ის ჩემპიონმა რაიან ბეიდერმა, ნახევრად-მძიმე წონით კატეგორიაში პრომოუშენის ახალ ჩემპიონთან ვადიმ ნემკოვთან მარცხზე ისაუბრა.

«ეს ის რეზულტატი არაა, რისი მიღწევაც გვსურდა, თუმცა ეს ის თამაშია, რომელსაც ყველა ვთამაშობთ. ყველაფერი კარგად მაქვს და თქვენს მხარდაჭერას ვაფასებ! საშინლად არ მიყვარს მარცხი, თუმცა როგორც ყოველთვის, მუშაობას გავაგრძელებ.

ერთი ქამარი დავკარგე, თუმცა მძიმე წონაში ჩემპიონის ქამარი კვლავ მხარზე მაქვს გადაკიდებული და იმაზე უკეთესი ვიქნები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ»
, – ამბობს ბეიდერი.

შეგახსენებთ, რომ Bellator 244 ტურნირზე ნემკოვმა ბეიდერი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ