მბაპე: ნოიერი უდიდესი მეკარეა

მბაპე: ნოიერი უდიდესი მეკარეა "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი, კილიან მბაპე ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯის, მანუელ ნოიერის შესახებ საუბრობს და მისი მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს.

"მანუელ ნოიერი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მეკარეა. მე მუდამ ვარჯიშობდი იმისთვის, რომ საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ მეთამაშე, მასთან პაექრობაზე ვოცნებობდი. თუ შენი სურვილია იყო საუკეთესო, მაშინ სწორედ საუკეთესოები უნდა დაამარცხო. ჩვენ ძალიან სერიოზულ გუნდს უნდა შევებრძოლოთ, საკუთარი ფეხბურთის თამაში გვმართებს. ფინალში, ხომ სწორედ იმიტომ ვიმყოფებით, რომ საკუთარ სტილს არ ვუღალატეთ."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი კილიან მბაპეს სიტყვებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი მატჩი, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, დღეს არის ჩანიშნული. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.