ლონდონის «ჩელსის» მალანგ სარის შეძენა სურს

აღსანიშნავია, რომ 21 წლის ფრანგი ფეხბურთელი ამ მომენტისთვის კლუბის გარეშეა დარჩენილი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მალანგ სარის შეძენის სურვილი ფენერბახჩეს, მიონხენგლადბახის ბორუსიას და იტალიურ ტორინოს აქვთ.
2019/20 წლების სეზონში სარმა ნიცას მაისურით ჯამში 119 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. ჯამში სარმა მინდორზე 9.448 წუთი დაჰყო.
transfermarkt-ის ინფორმაციით 21 წლის ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 16 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა რადგან ფეხბურთელ თავისუფალი აგენტია ლონდონის ჩელსიმ შესაძლოა სრულად უფასოდ გაიფორმოს.