კიმიხი : ძალიან რთული მატჩი გველის

კიმიხი : ძალიან რთული მატჩი გველის მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელი იოზუა კიმიხი, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე საუბრობს. შეგახსენებთ, 23 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე მიუნხენის "ბაიერნი" ფრანგულ "პსჟ"-ეს დაუპირისპირდება.

"ამ მატჩისთვისაც ზუსტად ისე ვემზადებოდით, როგორც ეს უეფას ჩემპიონთა ლიგის სხვა შეხვედრების დროს იყო. წინ რთული მატჩი გველის - ერთმანეთს, ორი გამორჩეული გუნდი შეერკინება, რომლებმაც ფინალში ასპარეზობის უფლება დაიმსახურეს. "ლაიპციგთან" შეხვედრაში მბაპე ვერ შეაჩერეს, კარგი იყო ნეიმარიც. ორივე ეს ფეხბურთელი ძალიან სწრაფია, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამ მატჩში სისწრაფე კიდევ უფრო მეტი იქნება, ვიდრე განვლილ ორთაბრძოლებში. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ რომ დაცვაში ჩავდგებით."

"რაც შეეხება ფლიკს, მან ძალიან მალე შეძლო გასაღების მორგება, როგორც გუნდზე ისე, ზოგადად პერსონალზე. იგი ჩვენ მკაფიო გეგმას გვისახავს. ფლიკი შესანიშნავი ადამიანია, ის არამხოლოდ ტაქტიკას ხედავს, არამედ ამ ტაქტიკის უკან მყოფ ადამიანებსაც."
-ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი იოზუა კიმიხის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.