მიულერი: გვსურს ევროპის მეფეები გავხდეთ!

"ეს არის უზარმაზარი მოტივაცია, ისტორიული მიღწევისთვის. შესაძლებელია დაუჯერებელი რამ მოხდეს და ტრებლის მოპოვება მეორედ მოვახერხოთ, დროის ძალიან მცირე მონაკვეთში. ეს ბევრი ფეხბურთელისთვის პირველი ტრებლი იქნება. ამისათვის "ბავარიას" გამარჯვება ესაჭიროება, "პარი სენ-ჟერმენი" კი მთელი თავისი ძალებით შეგვეწინააღმდეგება."
"პარიზულ კლუბს მრავალი დიდებული მოთამაშე ჰყავს, პირველ რიგში აღსანიშნავია ამ ფეხბურთელების გამოცდილება. საკუთარ ძალებში დარწმუნბულები ვართ, ახლა ყველაფერი მაჟორულ ნოტაზე უნდა დავასრულოთ, რათა შევძლოთ და შვებულებაში გაღიმებულები წავიდეთ. უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება დაუჯერებელი სტიმულია. გვსურს ევროპის მეფეები გავხდეთ!"-აღნიშნავს თომას მიულერი.
შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.