NHL: "კოლორადო" "დალასთან" დამარცხდა

NHL: "კოლორადო" "დალასთან" დამარცხდა "კოლორადოს" მთავარი მწვრთნელი ჯარედ ბედნარი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "დალასთან" მარცხს გამოეხმაურა. სტენლის თასის გათამაშების მეორე რაუნდის პირველი მატჩი "კოლორადოს" მარცხით დასრულდა (3:5, 0-1).

"ჩვენი თამაშის მთავარი პრობლემა? ამ შეკიკთხვაზე მაქსიმალურად გულწრფელად გიპასუხებთ, ჩემი აზრით გუნდის ნახევარს უბრალოდ დაავიწყდა ყინულზე გასვლა. კომპლიმენტები "დალასს". ისინი მზად იყვნენ ამ მატჩისთვის. ჩვენ კი დიდი სისულელე ჩავიდინეთ. ჩვენ არ ვაზროვნებდით, თამაშში ვერ შევედით. ეს ორი რამ გუნდისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. უკეთ თამაში მოგვეთხოვება."-აღნიშნავდა მატჩის დასრულების შემდეგ ჯარედ ბედნარი.

"კოლორადოს" მარცხს კიდევ ერთი უსიამოვნო ამბავი ერთვოდა. შეხვედრის მსვლელობის დროს კარის დარაჯი ფილიპ გრუბაუერი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. როგორც ბედნერმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, კიპერს ტრავმის რეციდივი აქვს. განვლილ სეზონში, ხსენებული დაზიანების გამო, გრუბაუერმა ჯამში 20 შეხვედრა გამოტოვა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.