Marca: რონალდოს რჩევა მადრიდის "რეალს"

Marca: რონალდოს რჩევა მადრიდის "რეალს" მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მადრიდის "რეალის" სატრანსფერო სამზნეებზე კომენტარს აკეთებს. ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ვის ყიდვას არჩევდა მადრიდული გრანდი ნეიმრის თუ კილიან მბაპესი, რონალდო შემდეგი შინაარსის პასუხს იძლევა.

"მოცემულ მომენტში ვერ იტყვი, რომ ერთი მეორეზე უკეთესია. თუმცა თუ "რეალი" მსხვილი ტრანსფერის განხორციელებას გადაწყვეტს, ყურადღება უნდა გაამახვილოს მომავალზე. ნეიმარი 28 წლისაა, მბაპე კი 22. ინვესტიციის თვალსაზრისით უფრო მომგებიანი იქნება, ამ ორიდან უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელის აყვანა. იმედს ვიტოვებ ნეიმარი შეძლებს უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგებას, მას სჭირდება იმისათვის, რომ განვლილ სეზონს წერტილი დაუსვას. მან ბოლო შეხვედრები ბრწყინვალედ ჩაატარა, განსაკუთრებით პორტუგალიაში გამართული დასკვნითი ეტაპი."

"ნეიმარი გამოირჩა ბევრი საგოლე მომენტის შექმნით, თუმცა მას ყურადღების კონცენტრაცია დააკლდა, რათა მოეხერხებინა და წარმატებიით დაესრულებინა ეს შეტევები. თუ ფინალში იღბალი მის მხარეზე იქნება და თუ იგი საჭირო სიმშვიდეს გამოიჩენს, მაშინ გოლს აუცილებლად გაიტანს."-ციტირებს გამოცემა Marca კრიშტიანუ რონალდუს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.