ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს

ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს «პორტლენდთან» მოპოვებული გამარჯვების (116:108) შემდეგ, «ლეიკერსის» ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი პლეი-ოფში გამარჯვებების რაოდენობით NBA-ს ისტორიაში მეორე კალათბურთელია.

ინფორმაციას NBA-ს ტვიტერის ოფიციალური გვერდი ადასტურებს.


35 წლის ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 158 გამარჯვებაა, რაც ერთით მეტია, ვიდრე «სპერსის» ყოფილ ცენტრს ტიმ დანკინს აქვს.

პირველ აგდილზე ამ მომენტისთვის «ლეიკერსის» ყოფილი გამთამაშებელი დერეკ ფიშერია. ლებრონ ჯეიმსს სამი გამარჯვება სჭირდება, რათა პირველ საფეხურზე გადაინაცვლოს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.