მიულერი: თითქმის იდეალური სეზონი გვქონდა

"მგონი ეს საუკეთესო "ბაიერნია", სადაც კი ოდესმე მითამაშია. ამ დრომდე კარგი სეზონი ჩავატარეთ, თითქმის იდეალური. ფლიკმა ჩვენი გუნდის სათამაშო სტრუქტურა შეცვალა, მისი სურვილია პირველივე წუთებიდან მაქსიმალურ რისკზე წავიდეთ. ბევრს არ ესმის, დაცვის მაღალი ხაზის, თუმცა ეს ძალიან გვეხმარება და ჩვენი წარმატებული გამოსვლის ერთგვარი გასაღებია. სათამაშო სტილის მკვეთრად შეცვლა არ გვსურს. "პარი სენ-ჟერმენს" სწრაფი შემტევები ჰყავს - ნეიმარის და კილიან მბაპეს სახით. თუმცა თუ მათ ფიქრის საშუალებას არ მივცემთ, მაშინ ისინი არც თუ ისე მაგრები არიან, აი თუ მისცემთ მათ გარკვეულ დროს, მაშინ ყველაფრის გაკეთებას შეძლებენ."-ციტირებს გამოცემა Tuttomercatoweb-ი თომას მიულერის სიტყვებს.
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩანიშნულ დღევანდელ შეხვედრას, იტალიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.