ტუხელი: "ბაიერნი" ფენომენალურ ფორმაში იმყოფება

"მოცემულ მომენტში მიუნხენის "ბაიერნი" ფენომენალურ ფორმაში იმყოფება. ეს არის ერთგვარი ნაზავი, ახალგაზრდა ტიტულებს მოწყურებული მოთამაშეების და გამოცდილი, ტურნირზე ბევრის მნახველი ფეხბურთელების. მე ძალიან ბევრს ვესაუბრები კეილორ ნავასს, რომელიც ხსენებული ტურნირის გამარჯვებულია, ასევე გვყავს ანხელ დი მარია და ნეიმარი, მათაც აქვთ მოგებული აღნიშნული გათამაშება. "ბაიერნისათვის" უპირატესობა ის ფაქტია, რომ ეს გუნდი შეჩვეულია ფინალში ასპარეზობას, თუმცა ეს არ იქნება გადამწყვეტი უპირატესობა."-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ტომას ტუხელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა დღეს 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "პარი სენ-ჟერმენი" დაუპირისპირდება.