უპამეკანო : ჩვენ ეს შევძელით!

"მატჩის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა შემდეგი რამ გვითხრა: -"არ უნდა შეგეშინდეთ. ეს ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ თქვენ მათი არ უნდა გეშინოდეთ."-ნაგელსმანმა ჩვენ თავდაჯერებულობა შეგვმატა და განგვიცხადა ის, თუ როგორ უნდა გვეთამაშა. თითქოს ეს ერთი რიგითი მატჩი იყო. ჩვენ ეს შევძელით."
"რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენს. ეს საფრანგეთის ყველაზე დიდი კლუბია, მათ რიგებში ბრწყინვალე შემტევებია თავმოყრილი, ისევე როგორც დაცვის ხაზში. დიდ ორთაბრძოლას ველით. ვიცით, რომ ნეიმარი შესანიშნავი მოთამაშეა, იგი გამოირჩევა ძალიან დიდი ტექნიკურობით. ძალიან, ძალიან დიდი პაექრობა გველის. მაქსიმუმს გავიღებთ და შევეცდებით, რომ გავიმარჯვოთ."-ციტირებს დაიო უპამეკანოს სიტყვებს გამოცემა RMC Sport.