ზინჩენკო : "ლიონმა" ხასიათი გამოავლინა

ზინჩენკო : "ლიონმა" ხასიათი გამოავლინა მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელი ალექსანდრ ზინჩენკო, უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, ფრანგულ "ლიონთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, 1/4 ფინალურ შეხვედრაში "ლიონმა" მანჩესტერ "სიტი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

"როგორ მოახერხა "ლიონმა" გამარჯვების მიღწევა? ძალიან დიდი სურვილის გამო. მათ უფრო მეტად სურდათ, ვიდრე ჩვენ - სულ ეს არის. ეს ნათლად გამოჩნდა. ამ ტურნირზე, როდესაც ასეთ სტადიამდე ხარ მისული, პირველ ადგილზე გადადის მონდომება, ხასიათი და მსგავსი ფაქტორები. ზოგჯერ გუნდის კლასი მეორე პლანზე იწევს."

"თამაში სამი მცველით? ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელთაც ზურგს უკან კოლოსალური გამოცდილებაა, მათ კარგად იციან, რომ მსგავსი ტაქტიკით თამაშის დროს, ერთი კაცი წინ ყოველთვის აკლდება გუნდს. ჩვენ ეს ერთი კაცი დაგვაკლდა, რათა მოგვეხერხებინა და შეტევებში აქტიურად ჩავრთულიყავით."

"მატჩის შემდეგ გვარდიოლა გასახდელში არც შემოსულა, მას არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, ან რა უნდა ეთქვა, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო. დავიდ სილვას და კლაუდიო ბრავოს გამო, გული ძალიან მწყდება. "სიტის" რიგებში მათ ბოლო შეხვედრა გამართეს. გამარჯვების მიღწევა, პირველ რიგში მათ გამო გვსურდა."
-აღნიშნა ზინჩენკომ youtube არხის (Влада Седан) ეთერში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.