Yahoo news: კიმიხი ფინალურ პაექრობას გამოეხმაურა

"ორივე ეს ფეხბურთელი (იგულისხმება ნეიმარი და კილიან მბაპე) ძალიან დიდი სისწრაფით გამოირჩევა. ჩვენ ამ მატჩს სათანადო მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ, ეს მეტოქე გაცილებით სწრაფია ვიდრე განვლილი მოწინააღმდეგეები. ამის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ დაცვაში უნდა ჩავდგეთ. უეფას ჩემპიონთა ლიგის ხსენებული შეხვედრისათვის ზუსტად იმავე განწყობით ვემზადებით, როგორც ეს აქამდე იყო - სხვა მატჩების დროს. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია."
"საკლუბო დონეზე, ამაზე მნიშვნელოვანი ტიტული არ არსებობს. ძალიან სამწუხაროა, რომ შეხვედრას ქომაგი არ დაესწრება, თუმცა შესაძლოა ეს გამოვიყენოთ კიდეც. "ბაიერნის" წინა თაობა მეორე შანსს ელოდა, ჩვენ ამის გაკეთება პირველივე ჯერზე გვსურს."-ციტირებს გამოცემა Yahoo news, იოზუა კიმიხის სიტყვებს.
შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.