სანჩო: ეს ჩემი მიზანია

სანჩო: ეს ჩემი მიზანია დორტმუნდის "ბოუსიას" ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

იგრძნობთ თუ არა ერთგვარ სიცარიელეს, "ოქროს ბურთის" ვერ მოგების შემთხვევაში?

- რა თქმა უნდა, ამის შესახებ ყოველი ახალგაზრდა მოთამაშე ოცნებობს. თუ "ოქროს ბურთს" ორჯერ მოვიგებ, მაშინ ჩავთვლი, რომ ცხოვრებაში იმას მივაღწიე რაც მსურდა. არსებობს სხვა მიზნებიც, მაგალითად მსურს უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ "ოქროს ბურთი" ეს... მსოფლიოში იმდენი ფეხბურთელია, შენ კი საუკეთესოთა შორის საუკეთესო უნდა იყო, რომ ხსენებულ ნომინაციაში გამარჯვება შეძლო. მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილვარ, ასე რომ არ შემიძლია ახლა განცდებზე საუბარი. თუ შევხედავთ იმ ადამიანებს, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება შეძლო მივხვდებით, რომ ეს ემოციური მომენტია. საკუთარ თავზე მუშაობა უნდა განვაგრძო, რათა შევძლო და ხსენებულ მიზანს მივაღწიო.

საოცარი თავდაჯერებულობაა. შეკითხვა ეხებოდა ერთ ოქროს ბურთს, თქვენ კი მისი ორჯერ მოგება ახსენეთ...

- დიახ, ერთი "ოქროს ბურთის" მოგების შემთხვევაში, ადამიანებს შეუძლიათ თქვან -"ეს შემთხვევითობა იყო", ორის შემთხვევაში კი იტყვიან -"მან გააკეთა თავის საქმე"- ციტირებს გამოცემა Soccer Bible ჯეიდონ სანჩოს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.