ლაუტარო მარტინესისთვის «მანჩესტერ სიტიც» იბრძვის

ლაუტარო მარტინესისთვის «მანჩესტერ სიტიც» იბრძვის ბრიტანული გამოცემა The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ინტერის» არგენტინელი ტალანტით კატალონიური კლუბის გარდა ხოსეპ გვარდიოლას «მანჩესტერ სიტიცაა» დაინტერესებული.

წყაროს ინფორმაციით ქალაქელების მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა 23-წლის მარტინესს სერხიო აგუეროს შემცვლელად მოიაზრებს.

The Sun-ის ინფორმაციით ინგლისში ბარსელონას ინტერესის შესახებ იციან, თუმცა ლაუტარო მარტინესისთვის მანჩესტერული კლუბის მესვეურები ფულის დაზოგვას არ აპირებენ და 84 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ.

transfermarkt-ის ინფორმაციით ლაუტარო მარტინესი მიმდინარე სატრანსფერო ფასი 64 მილიონ ევროს შეადგენს.

სერია A-ს გასულ სეზონში ლაუტარო მარტინესმა ინტერის მაისურით 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელის ანგარიშზე 14 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.