«ნაპოლი» სოკრატისის შეძენას ეცდება

Sōkratīs #Papastathopoulos could leave #Arsenal next weeks. His contract expires in 2021. #Napoli are intested in him and have opened talks to sign the greek centre-back, who ask 3-year contract. #transfers #AFC
— Nicolò Schira (@NicoSchira) August 22, 2020
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, იტალიელები დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და ამ მიზნით ბერძენი ცენტრალური მცველი სურთ. თავად ფეხბურთელი კი 3 წლიან ხელშეკრულებას ითხოვს.
აღსანიშნავია, რომ სოკრატისს მიმდინარე კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული, თუ არსენალი ფეხბურთელს ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არ გაუშვებს შემდეგ სეზონში ბერძენი თავისუფალი აგენტის სტატუსით უსასყიდლოდ დატოვებს მეთოფეებს.
მიმდინარე სეზონში 32 წლის მცველმა არსენალის მაისურით 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლია.