ლაუტარო მარტინესი «ბარსელონას» სამიზნედ რჩება

ლაუტარო მარტინესი «ბარსელონას» სამიზნედ რჩება Forbes-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ინტერის» თავდამსხმელი კატალონიის «ბარსელონას» სატრანსფერო სამიზნედ რჩება, მარტინესის შეძენას ზაფხულშივე ეცდებიან ესპანელები.

გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ კლუბის პრიორიტეტი მაინც არ შეცვლილა. საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ კატალონიური კლუბის მესვეურები 23 წლის ფორვარდის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.

transfermarkt-ის ინფორმაციით ლაუტარო მარტინესი მიმდინარე სატრანსფერო ფასი 64 მილიონ ევროს შეადგენს. ახალგაზრდა არგენტინელ ტალანტს მოქმედი კონტრაქტი ინტერთან 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

სერია A-ს გასულ სეზონში ლაუტარო მარტინესმა ინტერის მაისურით 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელის ანგარიშზე 14 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.