El Pai: სუარესი "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა

El Pai: სუარესი "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა კატალონიის "ბარსელონას" ურუგვაელი ლეგიონერი ლუის სუარესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ მარცხს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინლურ შეხვედრაში გერმანიის "რეკორდმაისტერმა" ესპანური გრანდი დამანგრეველი ანგარიშით 8:2 დაამარცხა.

"ეს იყო დღე, როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი გაქვს. შოკირებულები ვიყავით და ვერ ვხვდებოდით, როგორ უნდა გამოგვესწორებინა სიტუაცია. ეს არ არის თავის მართლება, თუმცა ძალიან უცნაური წელიწადი იყო. ჩვენზე ახალმა ფორმატმა ძალზედ იმოქმედა. "ბაიერნმა" ამ ფორმატს ალღო აუღო და ადაპტირება წარმატებით მოახერხა. რა თქმა უნდა, "ბაიერნი" ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ვერასდროს ვერ გავიგებთ, როგორ დამთავრდებოდა ეს დაპირისპირება ორმატჩიანი რომ ყოფილიყო. შეიძლება "ბაიერნი" მაინც გასულიყო შემდეგ ეტაპზე, თუმცა არ ვიცი..."-აღნიშნავს ლუის სუარესი გამოცემა El Pai-სთან მიცემულ ინტერვიუში.

ზემოხსენებულმა მატჩმა "ბარსელონაში" დიდი ცვლილებები გამოიწვია. დაითხოვეს გუნდის მთავარი მწვრთნელი ენრიკე სეტიენი და სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პორტფელი რონალდ კუმანს ჩააბარეს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.