სუარესი : "ბარსელონაში" დიდი ცვლილებებია დაანონსებული

სუარესი :  "ბარსელონაში" დიდი ცვლილებებია დაანონსებული კატალონიის "ბარსელონას" შემტევი ლუის სუარესი, გამოცემა El Pais -თან მიცემულ ინტერვიუში, კლუბში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი განცხადებით კატლონიურ გრანდში დიდი წმენდა იგეგმება, თავად ფეხბურთელის მომავალი კი ბუნდოვანია.

"ხმები დადის, თითქოს "ბარსელონას" პრეზიდენტს, რამდენიმე სახელი და გვარი დაუსახელებია. "ბარსელონაში" ძალიან დიდი ცვლილებებია დაანონსებული, თუმცა პირადად ჩემთვის არავის უთქვამს, რომ გუნდს მეტად აღარ ვჭირდები. თუ კლუბში ამის სურვილი აქვთ, მენდომებოდა, რომ ეს პირდაპირ ეთქვათ. აქ უკვე ექვსი წელია რაც ვიმყოფები, ეს კი საკმარისი დროა ჩემთან დაკავშირებით რაღაც აზრი, რომ არსებობდეს."

"რა თქმა უნდა, "ბარსელონასთვის" ყოველივე საუკეთესო მსურს. მოცემულ მომენტში, ჩემი მიზანია აქ დავრჩე, თუმცა თუ კლუბი აღარ მენდობა, მზად ვარ ხელმღძვანელობასთან დავჯდე და სამომავლო გეგმებზე დავილაპარაკო."
-ციტირებს გამოცემა El Pais ურუგვაელი შემტევის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.