Calciomercato : იუვენტუსი ალვარო მორატათი ინტერესდება

Calciomercato : იუვენტუსი ალვარო მორატათი ინტერესდება ტურინის "იუვენტუსი" დიდ დაინტერესებას იჩენს მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევის ალვარო მორატას მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Calciomercato ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ალვარო მორატა ერთ-ერთი ვარიანტია ტურინელების გეგმისა, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შემტევი ხაზის გაძლიერებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, მორატა უკვე ირიცხებოდა "იუვენტუსის" შემადგენლობაში. 2014-2016 წლებში ხსენებული ფეხბურთელი "ბებერი ქალბატონის" ღისრებას იცავდა. გამოცემა Calciomercato აქვე აღნიშნავს, რომ "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას სათადარიგო ვარიანტებიც აქვს არკადიუშ მილიკისა(ნაპოლი) და ედინ ჯეკოს (რომა) სახით.

ალვარო მორატა მადრიდის "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 2019 წლის იანვრის თვეში ჩაირიცხა. იმ პერიოდში "ჩელსიდან" არენდის ხელშეკრულებამ 7 მილიონი ევრო შეადგინა. 2020 წელს კი ატლეტიკომ გამოსყიდვის ოფციით ისარგებლა და 56 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ მორატას სატრანსფერო უფლებებიც მოიპოვა. ესპანეთის ჩემპიონატში მორატამ 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გამოირჩა 12 გატანილი გოლით და 2 შედეგიანი გადაცემით.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.