Sky Sport Italia: ანტონიო კონტე "ინტერს" ტოვებს?

"განვლილი წელი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ყველაფერს აქვს ზღვარი. როდესაც სამსახურეობრივი საქმიანობის პირად ცხოვრებაში აღრევა ხდება, ეს მიუღებლად მიმაჩნია. მე მყავს ოჯახი და ახლა არჩევანის გაკეთება მომიწევს, რა არის უფრო მნიშვნელოვანი - ოჯახი თუ ფეხბურთი? ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ალბათ, ჩემს მოთმინებასაც."-ციტირებს გამოცემა Sky Sport Italia ანტონიო კონტეს სიტყვებს.
როგორც ირკვევა, ანტონიო კონტეს მხედველობაში ჰქონდა ანონიმური წერილის მიღება, რასაც თან ერთვოდა ტყვია. წერილი შეიცავდა მუქარას, როგორც სპეციალისტის, ისე მისი ოჯახის მიმართ. მწვრთნელი აღშფოთებული დარჩა კლუბში ამ ინფორმაციის გაჟონვით, რადგანაც მისი სურვილი იყო, ხსენებული ფაქტი ოჯახს არ გაეგო.