PA news: ალენ პროსტი ლუის ჰამილტონის შესახებ საუბრობს

PA news: ალენ პროსტი ლუის ჰამილტონის შესახებ საუბრობს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და "რენოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალენ პროსტი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლუის ჰამილტონის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით "მერსედესის" საჭესთან მჯდომი ჰამილტონი, "ფერარის" საჭესთან მჯდომ მიხაელ შუმახერს აგონებს.

"ის რასაც ლუისმა მიაღწია დაუჯერებელია. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ერთ გუნდში. ძალიან დიდი ხნის მანძილზე დომინირებ. ყველანი ვფიქრობდით, რომ მიხაელის მიღწევის გამეორება შეუძლებელი იქნებოდა, იმის გათვალისწინებით თუ როგორ არის მოწყობილი თანამედოვე "ფორმულა 1", თუმცა მოცემულ მომენტში ყველანი მოწმეები ვართ, მერსედესისა და ლუისის დომინირების."

"ჩვენ შეგვიძლია იგი "ფერარის" და მიხაელ შუმახერის დომინირებას შევადაროთ, რადგანაც თავისი არსით ეს იგივე ისტორიაა. არსებობს იდეალური ორგანიზება გუნდში, პირველ და მეორე პილოტებს შორის. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მრბოლელი ძალიან კარგ სიტუაციაში იმყოფება, რაც მას ეხმარება. ბევრი კიდევ ვერ ითავისებს ჰამილტონის მიღწევებს. მას დაუჯერებელი წრეები აქვს, ასეთი რამ კი იმიტომ ხდება, რომ გუნდში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს."

"შესაძლებელია თუ არა აირტონ სენას და ლუის ჰამილტონის შედარება? არის საკითხები რაზეც პასუხი არ მაქვს. ლუისს 13 წლის ასაკიდან ვიცნობ, როდესაც მან "მაკლარენთან" ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, თუმცა მისი გაცნობა ბოლომდე მაინც ვერ შევძელი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვინმემ შეძლო. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა... სენა 30 წლის წინ ასპარეზობდა."

"ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები: შევძლებდი თუ არა მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებას ხუან მანუელ ფანხიოს დროს? ვიყავი თუ არა ისეთივე კარგი, როგორც ეს მრბოლელი? ფანხიომ "ფორმულა 1"-ში მონაწილეობის მიღება მაშინ დაიწყო როდესაც იგი 38 წლის იყო. ჩევნ შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ, ფანხიო, აირტონი, ლუისი, მაგრამ გვენდომებოდა თუ არა, რომ ჰამილტონს საკუთარი ასპარეზობა 38 წლის ასაკში დაეწყო? რა თქმა უნდა, არა! ასე, რომ ზოგ შემთხვევაში შედარება, უბრალოდ შეუძლებელია."
-ციტირებს გამოცემა PA news ალენ პროსტის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.