«არსენალმა» ტურინის «იუვენტუსი» უარით გაისტუმრა

წყაროს ცნობით ტურინელების ახალ მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს, 25 წლის ესპანელის ხილვა სურს იტალიაში, თუმცა მეთოფეები ბარტერის მომხრეები არ არიან.
ექტორ ბელერინს მოქმედი კონტრაქტი ლონდონის არსენალთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ესპანელი მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 32 მილიონ ევროს შეადგენს.
ბელერინი ლონდონის არსენალის პირველი გუნდის შემადგენლობაში 2014 წლიდან ირიცხება. ახალგაზრდა ესპანელი მცველი მეთოფეების U21 გუნდიდან იქნა გადმოყვანილი.
2019/20 წლების სეზონში ექტორმა ლონდონის არსენალის მაისურით ჯამში 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 25 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 1 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.