ნეიმარი : ამ გუნდში გამარჯვებისთვის ვარ მოსული

ნეიმარი : ამ გუნდში გამარჯვებისთვის ვარ მოსული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი შემტევი ნეიმარი, ჟურნალისტებთან მიცმულ ინტერვიუში "ოქროს ბურთის" შესახებ საუბორბს.

"ოქროს ბურთისათვის" ბრძოლაში მესი და რონალდუ, ნამდვილი დომინანტები იყვნენ. ეს მოთამაშეები ბოლო 10 წლის მანძილზე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ორივე ეს ფეხბურთელი სხვა პლანეტიდანაა. ამ პრიზის მოგება ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნებოდა, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რას ქმნი საფეხბურთო მოედანზე, ეხმარები თუ არა საკუთარ კლუბს, გამარჯვების მიღწევაში. მე ამაზე ვარ კონცენტრირებული, ყველაფერი დანარჩენი თავის ადგილზე თვითონ დალაგდება."

"უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება ეს განსაკუთრებული მოვლენაა. თუ ამას "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად გავაკეთებ, მაშინ ისტორიაში შევალ. სწორედ ამისთვის მოვედი აქ."
-ციტირებს გამოცემა Daily Star ნეიმარის სიტყვებს.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩი მიუნხენის "ბაიერნსა" და "პსჟ"-ეს შორის, 23 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.