მატია ბინოტო სებასტიან ფეტელზე საუბრობს

შეგახსენებთ, რომ გერმანელი მრბოლელი «ფერარის» გუნდს 2020 წლის სეზონის შემდეგ დატოვებს.
— ფეტელთან განშორება ფერარის მმართველობის ისტორიაში ჩემს მიერ მიღებული ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. საქმე სებასტიანის პროფესიულ თვისებებზე არ არის. შესანიშნავი ადამიანია და მთელ გუნდს მოსწონს, სწორედ ამიტომ იყო გადაწყვეტილების მიღება რთული».
გაცნობებთ, რომ 2021 წლის სეზონიდან ფეტელის ადგილს ფერარის გუნდში კარლოს საინსი დაიკავებს, რომელიც ამ მომენტში მაკლარენის სახელით ასპარეზობს.