ბარკლი — ო'ნილს: შენს მსუქან უკანალს ბრაიანტი და უეიდი ათრევდნენ

ბარკლი — ო'ნილს: შენს მსუქან უკანალს ბრაიანტი და უეიდი ათრევდნენ Clutch Points მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ წარსულში NBA-ს ყოფილი კალათბურთელი და ამჟამად TNT-ს ანალიტიკოსი ჩარლზ ბარკლი და შაკილ ო'ნილი პირდაპირი ეთერის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ო'ნილმა განაცხადა, რომ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩის «პორტლენდ ტრეიპ ბლეიზერსი» — «ბრუკლინ ნეთსის» ანალიზი გაცილებით კარგად შეუძლია, ვიდრე ბარკლის.

«პირველ რიგში, უბრალოდ არ ვამბობ, რომ შესანიშნავი დაცვითი მოთამაშე ვარ. საჩემპიონო გამოცდილება მაქვს. კარგად ვიცი რაზეც ვსაუბრობ», — უთხრა ო'ნილმა ბარკლის.

«კობი ბრაიანტი და დუეინ უეიდი არ დაგავიწყდეს, რომლებიც შენს სქელ უკანალს ათრევდნენ». — უპასუხა ბარკლიმ.

TNT-ს ეთერში ბარკლისა და ო'ნილს პირველად არ უკამათიათ. შაკილი ყოველთვის ცდილობს ბარკლის მიანიშნოს იმაზე, რომ NBA-ს ჩემპიონის ტიტული არ აქვს. თავის მხრივ ო'ნილი ოთხჯერ გახდა ჩემპიონი — სამჯერ ლეიკერსის, ხოლო ერთხელ მაიამი ჰითსის შემადგენლობაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.