კასპაროვი : ბელარუს ხალხს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება

"ბელარუსებო! ნამდვილ არჩევნებში ხალხის ნება ვლინდება. დიქტატორულ ჩარჩოებში ჩატარებულ არჩევნებში კი ყველაფერი შირმაა, განკუთვნილი როგორც შიდა ისე გარე მოხმარებისთვის. როდესაც ხალხი შოუს ყურებით იღლება, რეჟიმი ძალადობაზე გადადის. ხალხი ქუჩაში გამოდის, არამხოლოდ სიღარიბის ან რეპრესიების გამო, არამედ ღირსების გამო. მათ სურთ თვითონ აკონტროლონ საკუთარი და საკუთარი შვილების სიცოცხლე."
"კორუმპირებული ავტოკრატიის წინააღმდეგ ქუჩაში პტოტესტით, ბელარუსი ხალხი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს. ზუსტად ისე, როგორც ამას უკრაინელები აკეთებდნენ 2014 წელს. აუცილებელია, რომ მათ მხარდაჭერა გამოუცხადოს მთელმა თავისუფალმა სამყარომ. ამ დიქტატორს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს სხვა დიქტატორებმა." - აღნიშნავს, კასპაროვი twitter-ის საკუთარ გვერდზე.