Sky Sports: ორიეს "მილანი" და ლევერკუზენის "ბაიერი" ეპატიჟება

Sky Sports: ორიეს "მილანი" და ლევერკუზენის "ბაიერი" ეპატიჟება საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემის" უკანახაზელი სერჟ ორიე, რამდენიმე ევროპული კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა. როგორც გამოცემა Sky Sports წერს, 27 წლის ფეხბურთელის აყვანით ლევერკუზენის "ბაიერი" და მილანის "მილანია" დაინტერესებული. დიდი ალბათობით, ზემოხსენებული ფეხბურთელი ამჟამინდელ კლუბს დაემშვიდობება - აღნიშნავს გამოცემა.

"ტოტენჰემსა" და სერჟ ორიეს შორის მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად ორიეს მილანელების წინადადება უფრო ხიბლავს. გამოცემა transfermarkt-ი მარჯვენა განაპირა მცველის სატრანსფერო ღირებულებად 16 მილიონ ევროს ასახელებს.

სტატისტიკის მოყვარულებს გაგაცნობთ 27 წლის კოტდიუარელი ფეხბურთელის მონაგარსაც. ორიემ განვლილ სეზონში სულ 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 2 გატანილი გოლით და 8 შედეგიანი გადაცემით.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.