Bild: "ბაიერნი" პენალტების სერიისთვის ემზადება

Bild: "ბაიერნი" პენალტების სერიისთვის ემზადება უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით, გამოცემა Bild-ი საინტერესო სიახლეს აქვეყნებს. წყაროს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მიერ ჩატარებულ ვარჯიშებზე დიდი ყურადღება ეთმობა პენალტების შესრულებას. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუნხენური გრანდის სამწვრთნელო შტაბი თერთმეტმეტრიანი დარტყმებზე განსაკუთრებულ მითითებებს იძლევა.

თუ შეხვედრის 90 წუთი, ისე დასრულდა, რომ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დიდი ალბათობით საქმე პენალტების სერიამდე მივა. Bild-ის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში პირველი ვინც პენალტს დაარტყამს ეს "ბაიერნის" პოლონელი შემტევი - რობერტ ლევანდოვსკი იქნება. ხუთეულში აუცილებლად მოხვდება თომას მიულერიც. კანდიდატებს შორის ასევე სახელდებიან მანუელ ნოიერი, ლეონ გორეცკა, ივან პერიშიჩი იოზუა კიმიხი და დავიდ ალაბა.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა 23 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს. მატჩს პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი უმასპინძლებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.