Ubitennis: აზარენკო მოახლოებული ტურნირის შესახებ საუბრობს

Ubitennis: აზარენკო მოახლოებული ტურნირის შესახებ საუბრობს ყოფილი მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ბელარუსიელი ქალბატონი ვიქტორია აზარენკო, არ არის დარწმუნებული, რომ ამერიკის ღია პირველობაზე მონაწილეობის მიღება სურს. ამის შესახებ აზარენკომ გამოცემა Ubitennis-თან საუბრის დროს აღნიშნა.

"სიმართლე გითხრათ, ამ მოლაპარაკებების, წესებისა და შეზღუდვების შემდგომ, გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. რა თქმა უნდა, კარგია როდესაც მსგავსი შეზღუდვებით ჩვენს ჯანმრთელობას უფრთხილდებიან, მაგრამ ამასთან ერთად არ ვარ დარწმუნებული, რომ იქ გამგზავრება მსურს. ადაპტაციის გავლა მარტივი საქმე არ იქნება."-აღნიშნა ვიქტორია აზარენკომ.

13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობის მიღება გადაიფიქრა მოქმედმა კანადელმა ჩემპიონმა ბიანკა ანდრეესკუმ. თავად ტურნირი კი სტარტს 31 აგვისტოს აიღებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.