დარენ ტილი ჯეკ ჰერმანსონს დაუპირისპირდება

ჟერარ კანონესთან ნოკაუტით განცდილი მარცხის შემდეგ 32 წლის ჯეკ ჰერმანსონმა ბოლო ბრძოლაში კარიერის დადებითი ბალანსისკენ შემოტრიალება მოახერხა და პირველივე რაუნდში კელვინ გასტელუმი დაამარცხა.
27 წლის დარენ ტილი პირიქით ოქტაგონში მარცხის შემდეგ ბრუნდება. მიმდინარე წლის ივლისში ხუთ რაუნდში მსაჯების გადაწყვეტილებით UFC-ს ყოფილ ჩემპიონთან რობერტ უიტაკერთან დამარცხდა.
ამ მომენტისთვის ჯეკ ჰერმანსონი და დარენ ტილი UFC საშუალო წონის რეიტინგში მეოთხე და მეექვსე ადგილებს იკავებენ.