ამანდა ნუნესი მეგან ანდერსონს შეხვდება

ამანდა ნუნესი მეგან ანდერსონს შეხვდება ორ წონით კატეგორიაში UFC-ს მოქმედი ჩემპიონი ამანდა ნუნესი 12 დეკემბერს წარმოშობით ბრაზილიელ მეგან ანდერსონს დაუპირისპირდება.

სატიტულო ბრძოლა ნახევრად-მმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC 256 ტურნირზე მთავარი დაპირისპირება იქნება.

32 წლის ამანდა ნუნესმა წინა ორთაბრძოლაში გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოახერხა, ხუთ რაუნდში მსაჯების გადაწყვეტილებით ფელისია სპენსერს სძლია. ამ მომენტისთვის ნუნესი გამარჯვებების შთამბეჭდავ სერიას განაგრძობს და ბოლო 6 წელია დაუმარცხებელია.

30 წლის მეგან ანდერსონი ბოლოს გასული წლის მაისში დამარცხდა. პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთის წყალობით ფელისია სპენსერმა გამარჯვება მოახერხა. ამის შემდეგ ანდერსონმა ორი გამარჯვება მოიპოვა ზარუ ფეირინისა და ნორმუ ლიუმონტის წინააღმდეგ.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.