UEFA: ლიუკ დე იონგი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

UEFA: ლიუკ დე იონგი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა "სევილიას" შემტევი ლიუკ დე იონგი, ევროპის ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ხსენებულმა ფეხბურთელმა ტურნირის დასკვნით ორთაბრძოლაში მილანის "ინტერს" ორი გოლი გაუტანა. მთლიანობაში, "სევილიამ" ევროპის ლიგის ფინალი ანგარიშით 3:2 მოიგო.

შეხვედრის მეხუთე წუთზე ანგარიში მილანის "ინტერის" შემტევმა რომელუ ლუკაკუმ გახსნა. ამ უკანასკნელმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა წარმატებით შეასრულა. ზუსტად შვიდ წუთში "სევილიამ" საპასუხო გოლი გაიტანა, თავი ლიუკ დე იონგმა გამოიჩინა. 32-ე წუთზე დე იონგმა დუბლის გაფორმება მოახერხა, ამ გოლით სევილია დაწინაურად, თუმცა ზუსტად 2 წუთში მილანელებმა ანგარიში გაათანაბრეს. დიეგო გოდინი თავური დარტყმით გამოირჩა. ორთაბრძოლის მეორე ნახევარში, კერძოდ კი 74-ე წუთზე დიეგო კარლოსმა ეფექტური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, "სევილია" მეექვსედ გახდა, აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული.(2005/2006, 2006/2007, 2013/2014, 2014/2015, 2015/2016, 2019/2020 წ). ფეხბურთის გულშემატკივარს წინ კიდევ ერთი ფინალი ელის. 23 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის მთავარი შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს "პსჟ" და მიუნხენის "ბაიერნი" შეერკინება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.